სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ლიბანის საზღვართან კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ლიბანის საზღვართან კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან შეხვედრისას ლიბანის საზღვართან კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს ისრაელელ და ლიბანელ ოჯახებს, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.

ამასთან, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია „ჰეზბოლას“ დასაცავად ირანის საპასუხო ქმედებების საფრთხეს ქმნის. თავის მხრივ, კვირას ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე არსებული ვითარება დიპლომატიური გზით დარეგულირდება. როგორც მან აღნიშნა, ისრაელი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში საფრთხეს სამხედრო გზით უპასუხოს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ნებისმიერი დიპლომატიური დარეგულირება საზღვრიდან „ჰეზბოლას“ ფიზიკურ დისტანცირებას უნდა მოიცავდეს.