სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა და მაჰმუდ აბასმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოებისა და თავისუფლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა და მაჰმუდ აბასმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოებისა და თავისუფლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოებისა და თავისუფლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, ენტონი ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების მცდელობებზეც, მათ შორის ჰუმანიტარული პაუზების მაქსიმალური გაზრდის გზით.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგმო ძალადობა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე დასავლეთ სანაპიროზე და აღნიშნა, რომ განაგრძობს პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაბამის პირებზე.