47 წლის მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.
მისივე თქმით, მამაკაცი რუსთავში ცხოვრობს, მან მომატებული ტემპერატურით რუსთავის ცხელების ცენტრს მიაკითხა.
ამჯერად მამაკაცი სამკურნალოდ შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.