სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ 154 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.580 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.699პროცენტით განისაზღვრა.