ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13:19, 02.06.2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 111 500 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.655 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი