სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ გაიყიდება
სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ (GLA) ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა გასაყიდად, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდება.
ნინო ლომჯარია ძვირადღირებული ავტომობილის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.
სახალხო დამცველმა ასევე აღასრულა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული თანამშრომელი საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა.