სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ გაიყიდება

12:04, 27.12.2017

სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ (GLA) ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა გასაყიდად, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდება.

ნინო ლომჯარია ​ძვირადღირებული ავტომობილის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.

სახალხო დამცველმა ასევე აღასრულა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული თანამშრომელი საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა.

მსგავსი