სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მასალას, რამდენად აუცილებელი იყო თბილისის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მასალას, რამდენად აუცილებელი იყო თბილისის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება.
როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი სპეცოპერაციის საჭიროებასთან დაკავშირებით, მოითხოვს სასამართლოს განჩინებას, რომლის საფუძველზეც ჩატარდა კლუბის ტერიტორიაზე ჩხრეკა.
„გამოვითხოვთ იმ ვიდეომასალას, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ასახავს იქ განხორციელებულ პროცედურებს, რათა შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებელი და დასაბუთებული კლუბების ტერიტორიაზე სპეცოპერაცია. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტებს, მთელი ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელები ხვდებოდნენ დაკავებულ პირებს. ჩვენ გვაქვს კითხვები ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებში პირთა ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს. თუმცა მათ, ვისაც შევხვდით, ისინი ძირითადად ცალკეულ შემთხვევებში საუბრობდნენ ძალის გადამეტებაზე უშუალოდ დაკავების დროს, თუმცა დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საჩივარი არ ყოფილა. ყველა მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებელია, რომ მიეღო დაზიანება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალის არაპროპროციულ გამოყენების მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, მივმართავთ, რომ მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს. ჩვენ აუცილებლად, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას შევისწვალით და გადავამოწმებთ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.