საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დღეიდან მუშაობას ახალ მისამართზე გააგრძელებს.
ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი დროებით დავით აღმაშენებლის გამზირის #150-ში განთავსდება.
ლოკაციის ცვლილების მიზეზი ნინო რამიშვილის #6-ში მდებარე შენობის ავარიულობა გახდა. როგორც ომბუდსმენის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს, დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით, დამატებითი თანხა გამოუყო.