სახალხო დამცველის აპარატი მუშაობას ახალ მისამართზე გააგრძელებს

07:47, 23.07.2018

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დღეიდან მუშაობას ახალ მისამართზე გააგრძელებს.

ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი დროებით დავით აღმაშენებლის გამზირის #150-ში განთავსდება.

ლოკაციის ცვლილების მიზეზი ნინო რამიშვილის #6-ში მდებარე შენობის ავარიულობა გახდა. როგორც ომბუდსმენის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს, დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით, დამატებითი თანხა გამოუყო.

მსგავსი