სახალხო დამცველი ღუდუშაურის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა
სახალხო დამცველი ღუდუშაურის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღუდუშაურის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

კლინიკაში შესვლამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნოს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისივე თქმით, სურს გაიგოს, აქვს თუ არა რაიმე თხოვნა დეკანოზ მამალაძეს სახალხო დამცველთან.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს იმ დღიდან, როდესაც მას ბრალი წარუდგინეს. ჩვენ ამის თაობაზე მომზადებული გვაქვს დასკვნა. ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა პირველივე დღეს, როდესაც გადმოიყვანეს საავადმყოფოში.

იმ ეტაპზე, მას სახალხო დამცველთან რაიმე თხოვნა არ ჰქონია, თუმცა დღეს გადავწყვიტე პირადად მომენახულებინა. მინდა, ვნახო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავიგო, რამდენად არის კმაყოფილი სამედიცინო მომსახურებით. აქვს თუ არა რაიმე პრეტენზიები“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი საავადმყოფოში 15 თებერვალს გადაიყვანეს.