საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრები ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ხვდებიან.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხები უწყების მიერ დაგეგმილი რეფორმებია. უმრავლესობის სხდომას შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც დაესწროს.