საჯაროდ გავრცელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საჯაროდ გავრცელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დამკვირვებლების მიერ დასახელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება ბათუმის, ქარელისა და აბაშის საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყო.

„კერძოდ, აჭარის პროკურატურაში ორ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 90-ე და მე-11 უბნებზე სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს. ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასული სიუჟეტის საფუძველზე.

შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის პროკურატურა #33 ქარელის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს იძიებს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ოთხივე შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 164 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.