საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიზნით დაგეგმილი ტესტირება გადაიდო
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ განახლებული ინფორმაცია ვებგვერდზე 2020 წლის 20 მარტისთვის განთავსდება.