საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის მეორე საერთაშორისო „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება.
კონფერენციის მიზანი არის სკოლის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე საქართველოში დაგროვებული და ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი, 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონის ექსპერტები ესწრებიან.
კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ 2016 წლიდან აფინანსებს.