საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება

10:31, 22.09.2018

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის მეორე საერთაშორისო „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება.

კონფერენციის მიზანი არის სკოლის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე საქართველოში დაგროვებული და ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი, 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონის ექსპერტები ესწრებიან.

კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ 2016 წლიდან აფინანსებს.

მსგავსი