საირმის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს
საირმის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს

კურორტ საირმეში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან დღეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი ადამიანის გადაყვანა კი დღის ბოლომდე იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში დღეს არავინ წასულა და ამ დროისთვის კარანტინში 190 მოქალაქე იმყოფება.