საირმის საკარანტინო სივრცეში სტამბოლიდან ჩამოსულ საქართველოს 50 მოქალაქეს ელოდებიან
საირმის საკარანტინო სივრცეში სტამბოლიდან ჩამოსულ საქართველოს 50 მოქალაქეს ელოდებიან

იმერეთის რეგიონში არსებულ სამ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 275 მოქალაქე იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დღის მანძილზე საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არავინ გადაუყვანიათ.

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კი ერთი მოქალაქე სამართალდამცველებმა საირმის საკარანტინო ზონაში ჩაიყვანეს.

გიორგიძის ინფორმაციით, საირმეში დღეს ღამე დაახლოებით 50 მოქალაქეს კიდევ შეიყვანენ. ისინი სტამბოლიდან ჩამოსული მგზავრები იქნებიან.