„საიენსი“ - კატები და ქრცვინები შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდნენ
კატები და ქრცვინები შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკულ სამეცნიერო გამოცემა „საიენსნში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ამასთან, მეცნიერების თქმით, ძაღლებში, ღორებში, ქათმებსა და იხვებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ნაკლებად სავარაუდოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაური ცხოველების „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებს სწავლობენ. თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, სავარაუდოდ კატებსა და სხვა ცხოველებს ვირუსის ადამიანისთვის გადაცემა არ შეუძლიათ.