საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გახდა – ამის შესახებ საია სოციალურ ქსელში იუწყება.
ახალი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
საია-ს ბოლო სამი წლის განმავლობაში ანა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა.