საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლას ითხოვს. საია-ს იურისტების განმარტებით, კანონპროექტის არსებული ფორმა, რომელიც 1984 წელს მიიღეს, ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს, რის გამოც ყოველდღიურად არაერთი პირის ფუნდამენტური უფლების დარღვევა ხდება.
სულხან სალაძის თქმით, კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევების შემთხვევაში გაცილებით მძიმე სახდელს ითვალისწინებს, ვიდრე ადმინისტრაციული სამართადარღვევის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული.
საია-ს თავმდჯომარე ამბობს, რომ კომისია, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ალტერნატიული პროექტი უნდა შეემუშავებინა, 2014 წლის დეკემბერში შეიქმა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დოკუმენტი მომზადდა, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში არ გადაგზავნილა.
როგორც საია-ში ამბობენ, კანონპროექტის პარლამენტში გადასაგზავნად აქტიურ მუშაობას იწყებენ, დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე კანონმდებლებთან.