საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო დროებით დახურა
აშშ-მა დროებით დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ. სიფრთხილის გამო საელჩო დაიხურება, საელჩოს თანამშრომლებმა მიიღეს მითითება თავშესაფართან დაკავშირებით. საელჩო ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, მზად იყვნენ, დაუყოვნებლივ გაეშურონ თავშესაფარში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.