საგლოლო-ჭიორა-ღების მე-4 კმ-ზე მოძრაობა აღდგა
საგლოლო-ჭიორა-ღების მე-4 კმ-ზე მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად განახლდა.

გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზა დაფარა, რის გამოც მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.