საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კავშირზე არიან მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და არკვევენ საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართეს საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ.