საგარეო უწყება - პოლონეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, მიმდინარეობს მუშაობა ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით“, – აცხადებენ სამინისტროში.
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.