პოლონური მედია – პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან

14:12, 22.10.2022

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომლითაც რვა ადამიანი მგზავრობდა, სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.

მსგავსი