პოლონური მედია - პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან
სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში.
პოლონური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომლითაც რვა ადამიანი მგზავრობდა, სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.