საგარეო უწყება - მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მკაცრად გმობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.