გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ლიეტუვის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
FM @GLandsbergis: We condemn the so-called “parliamentary elections” in occupied Georgia’s Tskhinvali region and call on the Russian Federation to fulfil its obligations under the 12 August 2008 cease-fire agreement to withdraw its occupation forces from the territory of 🇬🇪.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) June 9, 2024