საგარეო უწყება 16 მარტის 10:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს აქვეყნებს
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართულებით 16 მარტის 10:00 საათამდე დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების განრიგს აქვეყნებს.
როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.
„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.
ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავიამიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე – სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.
აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშრუტები.
აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი.
მონაცემები განახლებადია ყოველ დღე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 მარტის 10:00 საათიდან 16 მარტის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები:
10:40 შარჯა-თბილისი (გაუქმებულია)
10:40 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
11:15 სტამბოლი-თბილისი
11:30 დოჰა-თბილისი
11:45 ნურსულთანი-თბილისი (გაუქმებული)
12:35 მინსკი-თბილისი
13:10 თელავივი-თბილისი
14:15 კუვეიტი-თბილისი (გაუქმებულია)
14:20 შარჯა-თბილისი
14:20 რიადი-თბილისი
15:50 დუბაი-თბილისი
17:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
17:20 სტამბოლი-თბილისი
17:35 ერევანი-თბილისი
20:15 დოჰა-თბილისი
21:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
21:30 კიევი-თბილისი
21:45 ალმაატა-თბილისი
22:45 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
23:40 აქტაუ-თბილისი
00:20 ვენა-თბილისი
00:25 სტამბოლი-თბილისი (გაუქმებულია)
00:35 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
02:05 კიევი-თბილისი
02:50 მინსკი-თბილისი
03:00 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
03:05 სტამბოლი-თბილისი
03:10 ერევანი-თბილისი (გაუქმებულია)
03:35 დუბაი-თბილისი (გაუქმებულია)
04:25 მიუნხენი-თბილისი
04:30 რიგა-თბილისი
04:40 ათენი-თბილისი
05:25 სტამბოლი-თბილისი.