საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა არ დაიხუროს, სადაც ამ წუთებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას მოსმენა უნდა დაიწყოს.

კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერია და დიმიტრი ცქიტიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბოკერია ითხოვს, ზურაბ აბაშიძემ საჯაროდ გასცეს კითხვებზე პასუხი, რომელზეც საჯაროდ განაცხადა და რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატს ეხება.

საწინააღმდეგოს ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. ის მიიჩნევს, რომ სხდომა უნდა დაიხუროს.