საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა.

„ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.