საგარეო საქმეთა სამინისტრო - ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს გამოუშვეს ირანის საზღვარზე გაჩერებული კიდევ შვიდი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა.

უწყების ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები.

„აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან.  აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.