საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი მანჯგალაძემ პროკურატურა დატოვა
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი მანჯგალაძემ პროკურატურა უკვე დატოვა.
ის უწყებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
როგორც შენობის დატოვების შემდეგ მანჯგალაძემ განაცხადა, გამოკითხვისას კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა.
ჟურნალისტების კითხვაზე, კიდევ იგეგმება თუ არა მისი გამოკითხვა, მანჯაგალაძემ განაცხადა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„ბრალი არ წაუყენებიათ, მოწმის სახით გამომკითხეს დამატებით. კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა მან.
დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრს ყოფილი მოადგილე დღეს მესამედ გამოიკითხა.
მანჯგალაძე იმ პერიოდში, კერძოდ, 2006-2007 წლებში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.
მანჯგალაძე ფიგურირებს პროკურატურის მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.