საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსს სწორედ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ იქ დაუდასტურდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი სარეზერვო თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც, მათივე განმარტებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში იშვიათად მიდიოდა, კომენტარს ვერ გააკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საგარეჯოს მერიასთან ბრიფინგზე ოფიციალური განცხადების გაკეთება იგეგმება.