საგანგებო სიტუაციების სამსახურში თბილისში ძლიერ ქართან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შევიდა
საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ თბილისში ძლიერ ქართან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შევიდა.
ერთ-ერთი შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩაზე დაფიქსირდა, სადაც ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შესული შეტყობინებები ძირითადად ხეების დაზიანებას შეეხება, რომელთა შედეგადაც არავინ დაშავებულა.