საგანგებო სიტუაციების სამსახური - ზღვაზე 4-ბალიანი შტორმის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის გამო, აფრთხილებს და მოუწოდებს, გაითვალისწინონ მაშველების რეკომენდაციები.
„10 აგვისტოს ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც, ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.