საგანგებო სიტუაციების სამსახური – ზღვაზე 4-ბალიანი შტორმის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები

14:38, 10.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის გამო, აფრთხილებს და მოუწოდებს, გაითვალისწინონ მაშველების რეკომენდაციები.

„10 აგვისტოს ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც, ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი