საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ექვსი ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ექვსი ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კალათები ეფექტურია და გამოიყენება ვერტმფრენით ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ახალი სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.