საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილი საბავშო კონკურსში, „მე - მეხანძრე მაშველი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილი საბავშო კონკურსის – „მე – მეხანძრე მაშველი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსი 26 მაისიდან მიმდინარეობს და ექვსიდან 12 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.
შედეგად, ორი გამარჯვებული გამოვლინდა. მეხანძრე მაშველებმა მოსწავლეებს სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უმასპინძლეს, სადაც გამოფენა მოეწყო.
პატარა სტუმრებმა სახანძროს შენობა და მუზეუმი დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილიც ესწრებოდა.