საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილი საბავშო კონკურსში, „მე – მეხანძრე მაშველი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

13:34, 01.06.2019

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილი საბავშო კონკურსის – „მე – მეხანძრე მაშველი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსი 26 მაისიდან მიმდინარეობს და ექვსიდან 12 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.

შედეგად, ორი გამარჯვებული გამოვლინდა. მეხანძრე მაშველებმა მოსწავლეებს სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უმასპინძლეს, სადაც გამოფენა მოეწყო.

პატარა სტუმრებმა სახანძროს შენობა და მუზეუმი დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილიც ესწრებოდა.

მსგავსი