საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მანქანებს შეიძენს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მანქანებს შეიძენს.
უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, შალვა ხუციშვილი თქმით, სახანძრო სამაშველო ტექნიკის შესაძენად 2018 წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც გულისხმობს ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შეძენას. ამ ტენდერის მიზანია, უკვე მზად ვიყოთ ზაფხულისთვის იმ ადგილებში, სადაც რისკი არის ტყის ხანძრების და სადაც არის მოსალოდნელი, რომ ეს პრობლემა შეიქმნას. მზად ვიყოთ და გვქონდეს გადაიარაღებული ტექნიკა და გადამზადებული მეხანძრეები“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შალვა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ამ თანხიდან ვერტმფრენის შეძენა არ მოხდება.