საგანგებო სიტუაციების სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 19 ერთეული ტექნიკა უნდა შეიძინოს, რომელიც ტყის ხანძრების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 17 მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ტენდერის პირობები ასევე გულისხმობს მეხანძრე-მაშველების გადამზადებას.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ავტომობილები მოძველებულია და ზოგადად, მთელი ავტოპარკი საჭიროებს განახლებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ავტოპარკის სრული განახლება იგეგმება.