საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.

იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს.

ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. გადმოცემული ავტომობილები, საჩხერისა და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი და საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ეს პროექტის ფარგლებში იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მერვე სახანძრო-სამაშველო ავტომობილია. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.