ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

13:20, 05.07.2024

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იაპონიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამომავლო პროექტებზე და საქართველოში იაპონიის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი