საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს.
ამის შესახებ შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრ როჯერ ლევენცის შორის შედგა.
რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრი როჯერ ლევენცი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დღეს სტუმრობდა.