საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს

19:14, 29.05.2018

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს.

ამის შესახებ შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრ როჯერ ლევენცის შორის შედგა.

რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრი როჯერ ლევენცი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დღეს სტუმრობდა.

მსგავსი