საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გაგარინის ქუჩაზე დაღუპული ქალი ირანის მოქალაქეა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - გაგარინის ქუჩაზე დაღუპული ქალი ირანის მოქალაქეა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაგარინის ქუჩაზე დაღუპული ქალი ირანის მოქალაქეა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაჩნდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც მაცხოვრებლების ევაკუაცია სახანძრო კიბით განახორციელეს გამომდინარე იქიდან, რომ კორპუსში იყო ძლიერი დაკვამლიანება.

კორპუსში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ირანის მოქალაქე იყო და აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ქირით ცხოვრობდა. სავარაუდოდ ქალის გარდაცვალება ძლიერმა დაკვამლიანებამ გამოიწვია“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც დაადგენენ, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა, რა გახდა კონკრეტულად 52 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.