თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო - მაშველებმა სადარბაზოში ქალის ცხედარი იპოვეს 
თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო - მაშველებმა სადარბაზოში ქალის ცხედარი იპოვეს 

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბინა, 60 კვ.მ. მათივე ცნობით, მეხანძრეებმა დაკვამლიანების გამო კორპუსიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.