საგანგებო სამსახური - უამინდობის გამო, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 თბილისში
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 თბილისში.
მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება.
„ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.
შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.
ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.
მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ საგანგებო სამსახურში.